სიახლეები

1015 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია აზარტული თამაშების შესახებ

ნებისმიერ რამეზე დამოკიდებულება ცუდია, მნიშვნელობა არ აქვს სიგარეტზე დამოკიდებულება იქნება, თუ აზარტულ თამაშებზე. მაგრამ ეს არის ცალკე თემა. მეორე მხრივ, როცა გართობის უფლებას გიზღუდავენ, ეს პრობლემაა.

იაგო ხვიჩიამ  ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" აზარტული თამაშების შეზღუდვასა და ამ სფეროში რეგულაციებზე ისაუბრა.

ხვიჩიას თქმით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, უმთავრესი უფლებრივი არგუმენტია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს არ აქვს ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის უფლება

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ბიზნესი, რომელიც შეიძლება იყოს ან გართობის, ან ფულის შოვნის სფერო და თუკი ადამიანები არ ძალადობენ სხვა ადამიანებზე, თუ ისწრაფვიან, რომ გაერთონ არაძალადობრივად, ან ფული იშოვნონ, ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების ნაწილია...

რანაირად შეიძლება ამას შევხედოთ ისე, რომ ადამიანს ამის უფლება არ აქვს. სახელმწიფო ადამიანის მიმართ, უფრო კარგია, უფრო ლიბერალურია, უფრო კომფორტულია მაშინ, როცა ამის უფლებას აძლევს, თუ როცა უკრძალავს?

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ასეთი კითხვების დასმის შემდეგ, სხვა ნებისმიერი შეხედულება აბსურდული ჩანს და ის პირიქით ამ სფეროში მეტი დერეგულაციისა და მეტი განვითარების მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა დაიწყონ დისკუსია აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი და პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნაა რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, ასევე ონლაინ თამაშების ჩახსნა, ასაკის გაზრდა მინიმუმ 25 წლამდე და მომდევნო ეტაპზე ამ ბიზნესის გადატანა, მაქსიმუმ ორ რეგიონში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები