19 ოქტ 2019
2026 Views
ეკონომიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ნძრევა გავაგრძელოთ, ნძრევა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს მივიწყებული სახელმწიფო აქტივების მოძებნა დაავალა.

გახარიას დავალებას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

" რა მოძებნა უნდა, მაგალითად:

ტყეები, ქვეყნის ტერიტორიის 40%-მდე.
აა, უი, ტყეების გაყიდვა აკრძალული გვაქვს.

მაშინ წიაღისეული, ტრილიონები შეიძლება ვიშოვოთ.
აა, უი, წიაღისეულის გაყიდვაც აკრძალული გვაქვს.

მაშინ მიწა, მაინც არ ვამუშავებთ.
აა, უი, კონსტიტუციით ავკრძალეთ უცხოელებზე გაყიდვა და ქართველს ფული არ აქვს.

მაშინ სახელმწიფო საწარომოები. მილიარდობით ზარალზე არიან მაინც.
აა, უი, ეგენი ხომ სტრატეგიული საწარმოებია და არ შეიძლება გაყიდვა.

აბა რა ვქნათ?

ნძრევა გავაგრძელოთ, ნძრევა" - წერს ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე



კომენტარები