სიახლეები

1363 Views
ეკონომიკა

გირჩის ეკონომიკური პროგრამა

გირჩის ეკონომიკური პროგრამა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

1. გადასახადების შემცირება

· უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადი

· უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი

· უნდა გაუქმდეს ქონების გადასახადი

· უნდა გაუქმდეს იმპორტზე გადასახადი

· დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი

2. მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა

· უნდა აიკრძალოს ახალი სახელმწიფო ვალის აღება

· უნდა აიკრძალოს დეფიციტური ბიუჯეტის მიღება

· უნდა აიკრძალოს ქონების 1 ლარად გაჩუქება

· მთავრობის ხარჯები, მათ შორის სახელფასო ხარჯი, არ შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკის ზრდის ტემპის ნახევარზე მეტად

3. სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება ყველა მოქალაქეზე

· მიწები, რომელთაც ჰყავს ტრადიციული მესაკუთრე უნდა დაურეგისტრირდეს მფლობელებს

· უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია

· პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე

· მიწის მესაკუთრე ამავდროულად უნდა გახდეს ამ მიწაში არსებული ნებისმიერი რესურსის მესაკუთრე (ე.წ. ანგლო-საქსური მოდელი)

4. დახმარებების ზრდა - თანადგომა გაჭირვებული ოჯახებისთვის

· უნდა დავეხმაროთ ოჯახს და არა ინდივიდს

· უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა ყველას

· უნდა დავეხმაროთ ფულით და არა სახელმწიფო სერვისებით (ე.წ. ფინური მოდელი).

კომენტარები