16 ოქტ 2019
287 Views
განათლება

ქუთაისის საჯარო სკოლის შენობიდან ბავშვი გადმოხტა

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლე რამდენიმე წუთის წინ მეორე სართულიდან გადმოხტა. მოზარდმა, შემთხვევის შედეგად, ფეხი მოიტება, სხვა მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილი - ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლა

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ამის მიზეზი ის გახდა, რომ 14 წლის ბიჭი მასწავლებლებმა გაკვეთილებიდან ადრე არ გამოუშვეს. 

სკოლის ეზოში პოლიცია ამ დრომდე მობილიზებულია. მოსწავლე ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 


ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები