სიახლეები

1046 Views
პოლიტიკა

ირაკლი წერეთელი: შემეშალა, ზურა ჭავჭავაძე აგენტი არ იყო

ადამიანურად შემეშალა, ზურა ჭავჭავაძე აგენტი არ იყო

- ამის შესახებ „გირჩის“ საინფორმაციო სააგენტოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა განუცხადა. ის, საკუთარ განცხადებებზე ირაკლი ბათიაშვილის განმარტებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს.

არაფერი მსგავსი ირაკლის არ უთქვამს, მე შემეშალა. ირაკლის არ ახასიათებს ასეთი რაღაც. ერთხელ იყო, მე, ირაკლი და კიდევ ორი კაცი შევხვდით და ერთ-ერთმა, რომელიც გარდაცვლილია, თქვა ჭავჭავაძე აგენტიაო. ირაკლიმ რომ არ გააპროტესტა ეს, მე შემექმნა ასეთი წარმოდგენა. არ უნდა მეთქვა ეს. მე თვითონ არ მაქვს არანაირი განცდა და არ ვფიქრობ რომ ზურა აგენტი იყო

- აცხადებს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ მას სწორედ ბათიაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჭავჭავაძე კგბ-ს აგენტი იყო. რასაც შემდეგ ბათიაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუხედავად ირაკლი წერეთელის პატივისცემისა და მასთან ახლო მეგობრობისა, მასთან ამ საკითხზე საერთოდ არ ულაპარაკია და მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციაც, მცდარია.

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები