სიახლეები

შმაქსისტების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა

თბილისის ქუჩებში უკვე 200-ზე მეტი "შმაქსისტი" მოძრაობს.

"გირჩის" ოფისში "შმAXI"-ში გასაწევრიანებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა. 

"გირჩის" ოფისში ამ დრომდე უამრავი ადამიანი რეკავს და სოციალური ქსელის გვერდზე წერენ, სად მივიდნენ და როგორ შეიძლება დარეგისტრირდნენ "შმაქსი"-ს მასწავლებლად.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" მიერ დაარსებული "შმAXI", საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ. ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაცია, რომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო.


იხილეთ "შმAXI"-ს ფეისბუქ-გვერდი.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები