სიახლეები

467 Views
ციტატები

კალაძე: ყველა, ვინც ახალი საზ.ტრანსპორტით სარგებლობს, ძალიან ბედნიერია

ყველა, ვინც სარგებლობს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძალიან ბედნიერი და გახარებულია 

ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში, წყნეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მიხარია, რომ მგზავრები, მოსახლეობა, რომელიც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არის ბედნიერი, არის გახარებული, რადგან აქ გადაადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და აღარ დავიწყებ ამის ახსნა-განმარტებებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. 

- ამბობს კალაძე სოციალურ ქსელში. 

კომენტარები