სიახლეები

442 Views
ეკონომიკა

საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორში გაყიდვები 20 %-ით შეამცირა

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორში გაყიდვების 20%-ით კლება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მენაშენეთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი, სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასაც ბანკების რეგულაციებს უკავშირებს:

ცუდი რეგულაციაა, რომელმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამაზე მეტყველებს, რომ 10-ჯერ არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს არსებული სტატისტიკა მოჰყავს ამის დასტურად და აცხადებს, რომ ინვესტიციები შემცირებულია სწორედ ამის გამო :

"ეს არ არის საკმარისი დასკვნის გამოსატანად? იმის მოყოლა, რატომ მოხდა, რაში მაინტერესებს? მთავრობა ხომ იმიტომ გვყავს, რომ საკითხი გადაგვიწყვიტოს და არა იმიტომ, რომ ამბავი მოგვიყვეს"

გაყიდვების გარდა, სამშენებლო სექტროში დასაქმებულთა რაოდენობაც შემცირებულია, ნაკლები  სამშენებლო ობიექტი, ნიშნავს ნაკლებ დასაქმებულს ამ სფეროში:

ვინც სამშენებლო სფეროში იყო დასაქმებული და სამსახური დაკარგა, ყველას სესხი ჰქონდა აღებული ბანკებიდან. ისინი კარგად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს. მათ 99%-ს სესხი ჰქონდა აღებული ტელევიზორის თუ სარეცხი მანქანის შესაძენად და უცებ დარჩნენ უსამსახუროდ. ეს კარგია ბანკებისთვის? ეს ბანკებს წაადგა? დღემდე ვერ გავიგე, რატომ შემოიტანეს ეს რეგულაციები

-ამბობს როსტომაშვილი ბიზნესმედიასთან.

 

კომენტარები