სიახლეები

ჯიშკარიანის ახლობლებმა დაზარალებულს მორიგება შესთავაზეს

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ, ილია ჯიშკარიანს, თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაზარალებული თამთა თოდაძეაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, ჯიშკარიანის ახლობლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს მორიგება შესთავაზეს. როგორც ადვოკატი ამბობს, დეპუტატის მეგობარი თოდაძის დედას რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და მორიგებაზე ესაუბრა.

თოდაძის ადვოკატი, კავშირ "საფარის" იურისტი თამარ ლუკავაა, მისი განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ თამთას წინააღმდეგ ნამდვილად მოხდა ძალადობის ფაქტი, მაგრამ ილია ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ბრალი კიდევ უფრო გამყარებულიყო.

თავად თამთა თოდაძემ დაკითხვის შემდეგ, პოლიციის შენობა დატოვა, მან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო.

კომენტარები