სიახლეები

"გირჩი"-ს ოფისში "შმაქსისტების" რეგისტრაცია მიმდინარეობს

"გირჩის" ოფისში ათეულობით ადამიანი "შმაქსი"-ში გასაწევრიანებლად მივიდა. 

მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომელთაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა. "შმაქსისტობის" მსურველთა რაოდენობა დღის განმავლობაში უფრო და უფრო იმატებს.

"გირჩის" ოფისში უამრავი ადამიანი რეკავს და სოციალური ქსელის გვერდზე წერენ, თუ სად მივიდნენ და როგორ შეიძლება დარეგისტრირდნენ "შმაქსის" მასწავლებლად.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" მიერ დაარსებული "შმaxi", საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“_ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ. ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაცია, რომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო.

იხილეთ "შმaxi"-ს ფეისბუქ გვერდი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები