4 ოქტ 2019
17124 Views
მეტი თავისუფლება

პატრული შმაქსისტს: კანონს არ არღვევთ

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა "შმაქსის" მძღოლი ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში გააჩერა - იმ დროს, როცა ვახო სანაიას "ღამის ამბების" გადამღები ჯგუფი, ვახო მეგრელიშვილთან ერთად, ტრაფარეტიანი ავტომობილით თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა. 

ვახო სანაია: "შმაქსი"-ს ნიშნით ვართ, ვარღვევთ რაიმე წესს?

პატრული: არა, პატივცემულო, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

შეგახსენებთ, რომ გირჩმა საგანმანათლებლო პროექტის "შმაქსი" პრეზენტაცია დღეს გამართა. პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, "შმაქსაობაში" ჩართვას სთავაზობს.

შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავტომობილი, შეუძლია მოვიდეს გირჩის სათაო ოფისში, ბესიკის ქუჩაზე, 4 ნომერში და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს. 

ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგძლივობის შესაბამისად.


ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები