სიახლეები

პატრული: კეთილი მგზავრობა, შმაქსაობა მოსულა

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა "შმაქსის" მძღოლ-მასწავლებლებს თბილისში გადაადგილების უფლება მისცეს.

მოგეხსენებათ გირჩის წევრებმა დღეს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანიის „შმაქსი“ პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

რამდენიმე წუთის წინ "შმაქსის" კოლონის ერთ-ერთი მონაწილე მასწავლებელი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მონაცემები სთხოვა და გაჩერების მიზეზად ტაქსის ამომცნობი ნიშნები დაასახელა.

რის შემდეგაც "შმაქსის" წარმომადგენლებმა ინსპექტორს საბუთები მიაწოდეს და აუხსნეს, რომ შმაქსი საგანმანათლებლო პროექტია.

რამდენიმე წუთში, როდესაც პოლიცია დარწმუნდა, რომ შმაქსის მიერ დაქირავებული მასაწავლებლები არანაირ კანონს არ არღვევდნენ, ისინი გაათავისუფლეს და ბედნიერი მგზავრობა უსურვეს.

კომენტარები