2 ოქტ 2019
131 Views
პოლიტიკა

#სირცხვილია-ს მხარდაჭერა "გავრილოვის პატიმრებს"

აქციის #სირცხვილია აქტივისტებმა, გლდანის სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან "გავრილოვის პატიმრების" მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

მათ შორის არის ლევან ჯიქური, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა (წართმეული აქვს კიდურები) და გირაოს არაერთხელ შეთავაზების მიუხედავად, დღემდე პატიმრობაში რჩება.

 აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღეს წინ გირაოთი გაათავისუფლეს ის სპეცრაზმელი, რომელიც 20 ივნისის საქმეზე დააკავეს.

აქციის #სირცხვილია ორგანიზატორები თვლიან, რომ “გავრილოვის პატიმრებზე” პოლიტიკური დევნა ხორციელდება და ამის მიზანია 20 ივნისის მოვლენების გადაწერა და მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეთა მარგინალურ, ძალადობრივ ჯგუფად წარმოჩენა.

განაცხადება გააკეთა, ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედამაც. შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანმა რამდენიმე დღის წინ, შიმშილობა დაიწყო.

ავტორი: ნატა ნადირაძე



კომენტარები