2 ოქტ 2019
2582 Views
მართლმსაჯულება

ვახო მეგრელიშვილი: შსს-ს შეეშალა, ჩემ ნაცვლად, ჩემს ცოლს უსმენდნენ

დიღომში მდებარე პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეშალა და მის ნაცვლად, ერთი თვის განმავლობაში, მისსავე მეუღლეს უსმენდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გირჩის წევრები, 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული, კანაფის ფესტივალის საქმის დახურვასთან დაკავშირებით სამმართველოში ხელის მოსაწერად დაიბარეს. თუმცა გირჩის ლიდერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პოლიციაში დაბარება, ზოგადად, გირჩის დაშინებასა და ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უკავშირდებოდეს.

 



კომენტარები