სიახლეები

უკვე 15 წელია მამა ტაქსაობს

უკვე 15 წელია რაც მამა სხვა წვრილმან საქმეებთან შეთავსებით ტაქსაობს და ოჯახს ინახავს...მასწავლის, მაცმევს, მაჭმევს...მიუხედავად იმისა რომ მეც სულ ვმუშაობ და ვცდილობ არ დავაწვე კისერზე ჩემებს..ყოველ დილით მაინც მხვდება ბალიშთან გზის და კვების ფული...ცოტა ხნის წინ დამირეკა ძალიან ნაღვლიანმა და მითხრა, რომ არცერთი მისი მეგობარი მძღოლი არ დახვდა "ბირჟაზე" და ქალაქშიც ვერ გავდივარ, რომ ვიმუშაოო..შეუძლია მივიდეს და რაღაც თეთრი პარკი გადააკრას მანქანას, მაგრამ როცა წლები აგროვებ ფულს, რომ იყიდო შენი საყვარელი ლურჯი მანქანა ძალიან რთულია დათმო ეს სილამაზე და დაამახინჯო ...

როგორ მოვიქცე? როგორ არ წავიდე ამ *** ქვეყნიდან? როგორ მიყვარდეს ეს ჭაობი მაშინ როცა მამაჩემს აიძულებენ თავისი ახდენილი პატარა ოცნება უსულო ფერად გადაღებოს?!

ავტორი: მარია შეყლაშვილი

კომენტარები