სიახლეები

თბილისში ფერადი ტაქსების გადაადგილება აიკრძალა

დღეიდან, თბილისში თეთრის გარდა, ყველა სხვა ფერის ტაქსის გადაადგილება იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და თბილისის სილამაზის შესანარჩუნებლად ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების მოძრაობა დაუშვა. 

ასევე, პირველი ოქტომბრიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ ვერც სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარდა თეთრი ავტომობილისა, ტაქსის მძღოლებს სამუშაოდ ლიცენზიებიც უნდა აეღოთ - ცნობილია, რომ ტაქსის სერვისის განსახორციელებლად დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვა გაიცა.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები