სიახლეები

57 Views
ეკონომიკა

თბილისში მასშტაბური სტარტაპ-ღონისძიება გაიმართება

თბილისში სტარტაპ-გრინდის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. 

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება "სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი კომპანიებიდან, როგორიც არის: Google, 500 Startup Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან.

სტარტაპ-გრინდის ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ  Startup Grind-ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind-ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ მოაწერეს, გუგლის კამპუსში. 

კომენტარები