სიახლეები

251 Views
პოლიტიკა

კალაძე: ჯარიმები გავზარდეთ, სამშენებლო დარღვევების ზრდის გამო

დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე, ქალაქის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ სამშენებლო დარღვევების გამო ჯარიმების ოდენობამ, მიმდინარე წელს, 19 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ჯარიმების გაზრდა იყო სწორი მიდგომა.

მთავარი მიდგომა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შევამციროთ და არა ის, რომ მუნიციპალიტეტმა რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი იყო ჯარიმები გაგვეზარდა იმიტომ, რომ ის პრობლემა და ის დარღვევები, რაც მშენებლობებზე სხვადასხვა სახით ხდებოდა შეგვემცირებინა.

თბილისის მერი დეველოპერებსა და მშენებლებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სამშენებლო ობიექტებზე მაქსიმალურად გაამკაცრონ მიდგომები  და დამოკიდებულებები.

კახი კალაძე ასევე სამშენებლო ნარჩენების დაყრის ინსპექტირებას შეეხო და ახალი ინიციატივით გამოვიდა

ვფიქრობ, სამშენებლო ნარჩენების დაყრა ჯერ კიდევ პრობლემაა. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა ჯარიმები გაიზარდოს. მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ იმ რაოდენობის ჯარიმები არ გვაქვს, რომ ეს როგორმე შევაჩეროთ. 1000-მდეა გამოწერილი ოქმების რაოდენობა, ხოლო 700 000 ლარი არის შემოსული ჯარიმებიდან. ჯარიმების გაზრდა აუცილებლად უნდა მოხდეს.

განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები