სიახლეები

1407 Views
ეკონომიკა

სახელმწიფო ხაზინას სიგარეტის აქციზიდან 175 მლნ დააკლდა

სიგარეტის აქციზის  ფასის ზრდის გამო სახელმწიფო ხაზინას 175 მლნ დააკლდა. ასაწონი თუთუნის და ელექტრონული  სიგარეტის დაბეგვრიდან მისაღები შემოსავლების დათვლამდე, ფინანსთა სამიმისტრო 2019 წლის  ბიუჯეტს აკორექტირებს, კლებაში მოყვა სიგარეტის აქციზიდან მისაღები 175 მლნ.

აქციზის ზრდამ, რაც  კანონის მიღებისას  კეთილშობილური მიზნებით იხსნებოდა,  ვერც მოხმარება შეამცირა და ფისკალური ეფექტიც ერთჯერადი იყო. ეს ის ინიციატივაა, ინფლაციაში 1.3% -იანი წილით რომ შევიდა.

საკანონმდებლო ლაფსუსის  გამოსასწორებლად, პარლამენტში მორიგი ინიციატივა  განიხილება. შემოდის ახალი კრებითი დეფინიცია - თამბაქოს  ახალი ნაწარმი, რომელიც აერთიანებს სიგარეტს მიმსგავსებულ ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის  ელექტრონულ მოწყობილობას და იმასაც, რაც ჯერ მწარმოებლებს არ გამოუგონიათ. თამბაქოს წარმოება-იმპორტი-დისტრიბუცია-რეალიზაცია რეგულაციის კანონში ცვლილებებს (ინიციატორები: დაჩი ბერაია, ირაკლი მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე, დავით სონღულაშვილი, გურამ მაჭარაშვილი) კომიტეტების მხარდაჭერა უკვე აქვს.

ცვლილებებით თუთუნის 500გ> შეფუთვაც უნდა დაიბეგროს. ფინანსთა სამინისტრო 175 მლნ -იანი კორექციასაც სიგარეტის მწეველების თუთუნზე  გადასვლით ხსნის. სიიაფის გამო თუთუნის მომხმარება გაზრდილია.

წყარო: gbc.ge

 

კომენტარები