სიახლეები

პრეზიდენტმა მკვლელებთან ერთად, ქურდები და ყაჩაღებიც შეიწყალა

ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სკანდალურ სიაში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულ სამ ადამიანთან ერთად, ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გასამართლებული პირებიც მოხვდნენ. ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე დაადასტურა.

შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი,

- განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე.

გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ადამიანია. საზოგადოების პროტესტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

კომენტარები