სიახლეები

129 Views
ეკონომიკა

პროდუქციის წარმოება 2 %-ით გაძვირდა

საქართველოში, აგვისტოს თვის მონაცემებით, პროდუქციის წარმოება 2 %-ით გაძვირდა.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, 2%-ით გაიზარდა, 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 11.1%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 2%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.6% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე - 2.6%-ით. 2.3%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 11.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (13.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.2%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (11.3%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.1%-ით გაიაფდა.

 

კომენტარები