სიახლეები

549 Views
პოლიტიკა

ზურაბიშვილის დამფინანსებელი: გულგატეხილი ვარ მის გამო

როგორ აფასებენ თავიანთი დაფინანსებული პრეზიდენტის ქმედებებს ბიზნესმენები? "გირჩის" საინფორმაციო სააგენტო ამ შეკითხვით ზურაბიშვილის დამფინანსებელ ბიზნესმენებს მიმართავს. 

ერთ-ერთი, ვისაც ეს შეკითხვა დავუსვით, „აირზენას“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ბიზნესმენი იასე ზაუტაშვილია, რომელმაც წინასაარჩევნოდ, სალომე ზურაბიშვილს 5 ათასი ლარი შესწირა.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქმედებებს მკვეთრად უარყოფითად აფასებს და ამ მხრივ, საზოგადოების შეფასებებიც, სწორია.

მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ის რაც პრეზიდენტმა ასე დაუფიქრებლად და ანალიზის გარეშე გააკეთა. ჯერ ეს შეწყალება და მერე მორატორიუმი, რომლითაც იმ ადამიანების უფლებებიც შეზღუდა, ვინც გათავისუფლებას იმსახურებს. გულგატეხილი ვარ ამის გამო,"- ამბობს ზაუტაშვილი. 

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, ზურაბიშვილის ქმედებები და საუბარი მკვეთრად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ის დღეს, „პრეზიდენტის სავარძელში მოკალათებული“ აკეთებს/ამბობს. 

 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები