სიახლეები

324 Views
პოლიტიკა

მიშა მშვილდაძე: ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ! გამოდით გარეთ!.

20 ივნისიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, აქციების #სირცხვილია საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადავა. დღეს საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება - სწორედ აქ აპირებენ აქციის ორგანიზატორები თავიანთი ერთწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენას. 

მანამდე კი, განვლილ დღეებთან დაკავშირებით, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს ვესაუბრეთ.

„არ ვარ პატარა და ბევრი რამ მახსოვს და მინახავს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ემოციური განვლილი ეს 93 დღე იყო. მნიშვნელოვანი ამბების შუაგულში სხვა დროსაც ვყოფილვარ, მაგრამ აქ სხვანაირად ხდებოდა ყველაფერი და ასეთი რაღაც ჯერ არ მომხდარა. მართლა თავისუფლების განცდა გვქონდა ჩვენ თვითონ, ორგანიზატორებს. მემგონი ჩვენ ეს გვეტყობოდა, ამას ვასხივებდით და ამას ვუფრთხილდებოდით ყოველთვის და ყველგან, მათ შორის, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების დროსაც, ყოველთვის. 

ამ თავისუფლებას არსად და არაფერში არ ვცვლიდით. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ამ პარტიებმაც დაინახეს. ეს ფორმა რაღაცნაირად შედგა. აქ ყველას ყველაფერი გონია მოდელირებული და მართული, საბოლოო ჯამში ეს მანია იმდენად ძლიერია რომ მართლა რაღაც როცა ხდება, მერე მართლა ცდილობენ ვიღაცები მართვას, უბრალოდ არ არსებობს, არ ხდება ეგრე. 

როდესაც ამდენი განხვავებული და ჯიუტი ადამიანი იკრიბება - ყველაზე მთავარი პრობლემა რაც გვაქვს ამ აქციის ორგანიზატორებს, ჩემს მეგობრებს, ესაა გადაწყვეტილების მიღების სირთულე. როცა ამდენი ადამიანი ერთდროულად ფიქრობს - აქ არავის არ მოწონს შენი აზრი, ნებისმიერი აზრი, ვისაც არ უნდა გამოეთქვა, გადიოდა სრულ კრიტიკულ ანალიზს და ყველა კონსენსუსი რაზეც შევჯერდით, იყო ძალიან ნაფიქრი, პასუხისმგებლობებით დახუნძლული, შესაძლოა შეცდომით აქცენტი გაკეთებული, მაგრამ ნამდვილი და გულწრფელი. 

თავისუფლების სულისკვეთება იყო რაც ჩვენ დავიჯერეთ პირველ რიგში და ეს იგრძნობოდა მერე, მეგობრები არიან ჩვენი უკვე ეს ხალხი რამდენი ხანია. ამათ ხო ზუსტად იციან რა ხდება და ვის მიმართ ვის რა ზრახვა აქვს, აქ ხომ ყველამ ზუსტად იცის ეს. ამ გულწრფელობამ გააძლებინა ამ პროტესტს ამდენი ხანი, მართლა არ არის ეს ადვილი. 

სინამდვილეში, აქციების მეხუთე დღეს ჩვენ უკვე ვიცოდით რომ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება, იმდენად მძიმე დღეები იყო და ემოციურად დატვირტული, ეს ამდენი ხალხი და მერე უკვე ეს ყველაფერი ჩვენს გამძლეობასა და სიჯიუტეზე გადავიდა. 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას დასკვნები ვერ გამოაქვს კი არა, დასკვნები ზუსტადაც რომ გამოაქვს, ზუსტადაც რომ შიში იგრძნობა მათ ქმედებებში ზუსტად ამის მიმართ რაც ხდება. უბრალოდ არასწორი დასკვნები გამოაქვთ და იმის ნაცვლად, რომ საერთო ენა გამონახონ რაღაცნაირად გადაეწყონ და გაითვალისწინონ  ეს ახალი მოთხოვნები რომელიც ნათელია - ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, არ გვაინტერესებს საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ნებისმიერი სხვა პერსონა. ჩვენ გვინდა კარგ ქვეყანაში ცხოვრება და გვჯერა, რომ შეგვიძლია და ეს არის ყველაზე სამწუხარო ხელისუფლებისთვის რომ მორჩა რა, რწმენით აღვსილ ადამიანს ვერ გააჩერებენ ვერც დაშინებით და ვერც მოსყიდვით.

ეს სულისკვეთება, რაც აქ აფეთქდა და დაინთო, სულ უნდა ენთოს, მუდმივად. პოეტურად რომ ვთქვა და ლადო ასათიანს დავესესხო, „საქართველოს ცხელი გული ასვენია“ რუსთაველის გამზირზე. გულდასაწყვეტი ისაა რომ გახარია საერთოდ პრემიერად დაგვინიშნეს, ყოჩაღ. ეს არის გუდასაწყვეტი.

ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, სად ხედავენ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ. ცოტა საშიშად შეიძლება ჟღერდეს მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა ხო სამსახურში აყვანა და დაქირავებაა ადამიანების, ამ კითხვასაც ხალხი სვამს, იფიქრონ ამ ერთი წლის განმავლობაში და უპასუხონ - სად ხედავენ საკუთარ თავს ხუთი წლის განმავლობაში. 

დღევანდელ აქციაზე ადამიანი უნდა გამოვიდეს იმიტომ რომ წმინდად ადამიანური პროტესტია ეს. არ გვაინტერესებს, არ არის ეს პარტიული აქცია, მიუხედავად იმისა რომ პარტიული ელემენტი ყოველთვის იყო და იქნება დღესაც, ეს არ არის პარტიული პროცესი. ეს არც მხოლოდ პოლიტიკური პროტესტია, სოციალური პროტესტიცაა ეს და რაც მთავარია, ანტისაოკუპაციო პროტესტია ეს. მტრის წინააღმდეგ, ისეთი ჭეშმარიტების გაპროტესტება ხდება, რად უნდა ამას საერთოდ ახსნა. 

ჩვენი სიმრავლით უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ შემდეგი ერთი წლის მანძილზე ეს მეთოდები არ გაუვათ. დღეს იმდენი უნდა ვიყოთ რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი ია კერძაიას მოკვლა ვეღარ გაბედოს. უნდა ეშნოდეს ყველას იმის რომ პასუხს აგებენ. მართლა პასუხი უნდა აგონ. წარსულის ბოროტების პატიება შეიძლება, მომავლის ბოროტებას ვერავის ვერ ვაპატიებთ. 



ესაუბრა მარია გეგეჭკორი

კომენტარები