სიახლეები

მამუკა ხაზარაძე: კერძო საკუთრება ხელშეუხებელია

მამუკა ხაზარაძემ "თავისუფალ ბაზარში" კერძო საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს კორელაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებას დაქვემდებარული სასამართლოს არსებობა, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში.

ერთ-ერთი პირველი ვარ საქართველოში, ვინც კერძო ბიზნესი დაიწყო, არანაირი მემკვიდრეობით არ შემხვედრია ქარხანა ან რამე მსგავსი. ჩემთვის კერძო საკუთრება არის იმ ტრიადაში, რომლის ხელყოფა არ უნდა მოხდეს არცერთ შემთხვევაში - ხელშეუხებელია. ქონების გადანაწილებაზე მიდის სულ დავა და სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებზე, ეს არის კატასტროფა, ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკური განცხადებების იქით რეალურად არაფერი ხდება და ვერც მოხდებოდა, რომელმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს საქმე ობიექტურად, როცა იგივე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც და იგივე გრძელდება. ეს თუ არ გადავჭერით და მთლიანად არ შევცვალეთ რეალობა, არაფერი არ გამოსწორდება.

კომენტარები