სიახლეები

1493 Views
პოლიტიკა

ზურაბიშვილის დამფინანსებელი: ერთი წელი პატარძალს უნდა ვაცადოთ

როგორ აფასებენ თავიანთი დაფინანსებული პრეზიდენტის ქმედებებს ბიზნესმენები? "გირჩის" საინფორმაციო სააგენტო ამ შეკითხვით ზურაბიშვილის დამფინანსებელ ბიზნესმენებს მიმართავს. 

პირველი, ვისაც ეს შეკითხვა დავუსვით, სამშენებლო კომპანიის GDG დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძეა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს, წინასაარჩევნო პერიოდში 60 ათასი ლარი შესწირა.

"ქართული ანდაზაა ასეთი, ერთი წელი პატარძალს უნდა აცადოთო და ვაცადოთ რა ამასაც" - გვიპასუხა ბიზნესმენმა.

შეკითხვაზე, რატომ არ იყო საკმარისი ზურაბიშვილის პრეზიდენტობის გასული თერთმეტი თვე და შეწყალებული მკვლელები, წაქაძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებას მხოლოდ პრეზიდენტი ვერ შეძლებს და მას ამაში სხვების მხარდაჭერაც ჰქონდა.

"ვიღაცამ მიაღებინა ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება და ამიტომაც შეცდა. პრეზიდენტი ბევრ რამეს აკეთებს და კიდევ ბევრს გააკეთებს. ვაცადოთ" - აცხადებს წაქაძე.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები