სიახლეები

129 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ვისაც გირჩისგან მხარდაჭერა უნდა, შემოგვთავაზოს მეტი თავისუფლება

NDI-ს კვლევების უტყუარობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს კვლევები ზოგად ტენდენციებს ნამდილად აჩვენებს, რაც გასათვალისწინებელი იყო ყოველთვის.

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ, იმედის ეთერში, NDI-ს ბოლო კვლევების შედეგების შეფასებისას.

NDI-ს კვლევაში გამოკვეთილი ტენდენციები გვაჩვენებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა ხვდება, ქვეყნის განვითარება მიდის ცუდი მიმართულებით, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ცუდად, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევებში, მიზეზები ისევ არასწორად აქვთ იდენტიფიცირებული. ერთია მიხვდე, რომ ცუდად მიდის ქვეყანაში საქმე, მაგრამ მეორეა,  გაიაზრო, რომ თავად ეს სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელსაც დადებითად აფასებს მოსახლეობის ნაწილი, დამნაშავე სწორედ ისაა.

როგორც ხვიჩია ამბობს, NDI-ს კვლევები ასევე აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება", პროპორციული არჩევნების პირობებში, ვერ მიიღებს 50 %-ს და მოუწევს თანამშრომლობა კოალიციური ფორმატით სხვა პოლიტიკურ ძალებთან. 

იმედის ჟურნალისტის, თეა სიჭინავას, შეკითხვაზე კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში, რომელ მხარეს დადგება "გირჩი", იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ კონკრეტული კრიტერიუმებია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია "გირჩისთვის" და ვინც ამ პირობებზე წამოვა და ადამიანებისთვის მეტი თავისუფლების მიცემას დაუჭერს მხარს, "გირჩიც" იქ დადგება.

ეს თემებია:

პრივატიზაცია, საქართველოს ქონების მინიმუმ 80 %-ის სახელმწიფოდან კერძო მესაკუთრეების ხელში გადასვლა.

განათლების რეფორმა - ბავშვების გათავისუფლება განათლების სისტემის მარწუხებისგან.

მართლმსაჯულების საბჭოთა სისტემის დანგრევა

მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება

გადასახადების შემცირება

როგორც "გირჩის" საარჩევნო სიის მე-2 ნომერი აღნიშნავს, ეს უკანასკნელი იდეა და მხოლოდ ერთი გადასახადის დატოვება, მიხეილ სააკაშვილმაც გააჟღერა, თუმცა ჯერ დამაჯერებლობა აკლია მის სიტყვებს. "გირჩი" იმ მხარეს დადგება, რომელ მხარესაც ეს თემები იქნება აქტუალური და ვინც ამაზე თანამშრომლობას დათანხმდება,- ამბობს ხვიჩია ტვ იმედის ეთერში.

კომენტარები