სიახლეები

247 Views
ეკონომიკა

როგორ გაიზარდა კონტრაბანდა სიგარეტზე აქციზის ფასთან ერთად

2019 წლის 7 თვეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 106,657 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.

უაქციზო სიგარეტების გამოვლენის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდებოდა უაქციზო საქონლის შენახვის, გადაზიდვის თუ რეალიზაციის ფაქტები.

2015 წელი – 3,024 კოლოფი;
2016 წელი - 1,003 კოლოფი;
2017 წელი – 11, 283 კოლოფი;
2018 წელი – 49, 090 კოლოფი;
2019 წელი (7 თვე) – 106, 657 კოლოფი;

თამბაქოზე აქციზისა და ადვალორული გადასახადის ზრდასთან ერთად ქვეყანაში კონტრაბანდის შემოტანის მცდელობებიც იმატებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრადაა გაზრდილი უაქციზო სიგარეტის გამოვლენის სამართალდარღვევის ფაქტები:

2015 წელი – 2 ფაქტი;
2016 წელი - 4 ფაქტი;
2017 წელი – 164 ფაქტი;
2018 წელი – 723 ფაქტი;
2019 წელი (7 თვე) – 799 ფაქტი.

ავტორი: თელარა გელანტია

კომენტარები