სიახლეები

ზურა ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ პირველკლასელებს მრავალწლიან ციხეში მოხვედრას

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზურა ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო.

თქვენ გელით საკუთარი მშობლებისა და ბებია-ბაბუის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც:

- დაგამცირებენ;
- მოგექცევიან როგორც მონებს;
- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას;
- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ;
- გასწავლიან ფარისევლობას;
- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს;
- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს;
- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას;
- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის.

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ.

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა" - წერს ჯაფარიძე. 

კომენტარები