მონობის საწინააღმდეგო დიეტის ისტორია - #არამონობას

ჩემი აღნაგობის მიუხედავად, საკმაოდ სპორტული ბავშობა და თინეიჯერობა მქონდა. არასდროს  მქონდა პრობლემა სიგამხდრესთან. თუმცა, 2014 წელს პირველად მომიწია "დიეტაზე დაჯდომა" იმისთვის, რომ "ვიშკაზე" არ ვმდგარიყავი.

მრავალწლიანი სტუდენტობის შემდეგ დადგა დრო, რომ ჯარის მოწვევა უნდა მოსულიყო ჩემთანაც. სამწუხაროდ, იმ დროს, ჩემი ფინანსური მდგომარეობა ხელს არ მიწყობდა, რომ გადამევადებინა ჯარში წასვლის ამბები, მიუხედავად იმისა რომ მაშინ დავიწყე მუშაობა, მაინც მეზედმეტა 2000 ლარის გასროლა. პატარა კვლევის შემდეგ მივხდი რომ ჩემი წონის და სიმაღლის კოეფიციენტი საკმაოდ ახლოს არის ჯარში წაყვანის ქვედა ზღვართან. სულ მქონდა 7 კილო დასაკლები, 66 კილოდან 59-დე.

ბევრი ქალისთვის შესაშური ნებისყოფა მქონია დიეტის ამბავში, 2 კვირაში 7 კილო დავიკელი, რაც ჩემი აღნაგობისთვის საკმაოდ ბევრია. 190 სმ და 59 კილო ვიყავი.

დიახ, შევძელი და მედკომისიაზე გავედი ისეთი წონით, რომ ჯარში ვერ წამიყვანეს.

უამრავი ადამიანი შემხვდა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდოდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავის უნდა მონობა, არავის უნდა ამ ჩამპალი სისტემის ნაწილი იყოს. თუ გგონიათ, რომ ღეისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყნის დაცვას ნიშნავს, ძალიან ცდებით.

დღეს სახელმწიფო ეძებს ძალიან იაფ ან სულაც უფასო მუშა ძალას, ნაფიქრი აქვთ (მემგონი ერთადერთი რამ არის რაზეც ნაფიქრი აქვთ). იაფი ან უფასო მუშახელი კიდევ ფაქტობრივად მონობაა.

ხოდა, ერთი მიზეზი მაინც მითხარით, რატომ უნდა წავიდე "ჯარში"?

ფიზიკურად ვერ განვითარდები, ფსიქოლოგიური სტრესია, დროის უაზრო ხარჯვაა და რაც მთავარია, მორალურ პრინციპებშიც კი არ ჯდება.

მსგავსი დიეტა დავიცავი 3-ჯერ, მეორედ და მესამედ უკვე 64 კილოდან ჩამოვედი 59-ზე და რეალურად წონას ვეღარ ვიმატებ, რიგი მცდელობების შემდეგ აღარც მიცდია წონის მომატება.

მკაცრი დიეტის მერე კუჭის პრობლემებიც ავიკიდე. ძალიან რთულია, როცა საყვარელ საჭმელს არ ჭამ.

შემდეგ გამოჩნდა ბიბლიური თავისუფლება და უკვე 28 წლის ვხდები წელს, რაც ავტომატურად ჯარიდან მათავისუფლებს.

უამრავი მსგავსი მონობის საწინააღმდეგო ისტორიაა.

სისტემა ყარს და დროა შეიცვალოს!

.. ვისაც უნდა წონის დაკარგვა კომენტარებში დავეხმარები დიეტის გაზიარებით.



ავტორი: გოგა ძავარიანი



კომენტარები