სიახლეები

489 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ბიბლიური თავისუფლება რომ არსებობს, ამიტომ წევენ რუსები საზღვარს?

ჩორჩანას ტყეში განვითარებულ მოვლენებსა და რუსი ოკუპანტების მიერ, ხაშურის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარის მითვისებას იაგო ხვიჩია ეხმაურება. 

ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" ხვიჩია დაინტერესდა, სად არის ამ დროს ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე.

"ღარიბაშვილთან ერთად ხაშურის მაჟორიტარი რომ გამოხტა და თქვა, "ბიბლიური თავისუფლება" ანგრევს ამ ქვეყანასო, სად არის, იქ რატომ არ არის?.. ახლა ხაშურში სამასი ჰექტარი დაიკარგა, "ბიბლიური თავისუფლება" რომ არსებობს, ამიტომ წევენ რუსები საზღვრებს? სად არის ხაშურის მაჟორიტარი იქ რატომ არ არის სადაც მისი სამაჟორიტაროს ოკუპაცია ხდება?" - ამბობს ხვიჩია. 

კომენტარები