სიახლეები

866 Views

ჯაფარიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურს შეკითხვებით მიმართავს

ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ლევან იზორიას ახალ უფროსად დანიშვნას, გამოეხმაურა და უწყებას შეკითხვებით მიმართა.

"საქართველოს დაზვერვის სამსახური / Georgian Intelligence Service

გუშინ გაავრცელეთ ინფორმაცია რომ თქვენი სამსახურის ახალ უფროსად ბ-ნი ლევან იზორია დაინიშნა (იხ. პირველი ფოტო)

ამ სიახლის წინა სიახლე თქვენს ფბ გვერდზე სამსახურის წინა უფროსის პოსტია მარიამობაზე (იხ. მეორე ფოტო), რამაც სამი კითხვა გამიჩინა (ოფიციალურ მომართვად ჩათვალეთ)

თუ შეგიძლიათ მომწეროთ:

1. რა არის სამსახურის წინა უფროსის 3 ყველაზე ღირშესანიშნავი დანაზვერვი?

2. ახალი უფროსი დამკვირდებული პრაქტიკის მიხედვით აპირებს დაზვერვის გაგრძელებას თუ რაიმე რადიკალური რეფორმები აქვს დაგეგმილი?

3. შედის თუ არა ახალი უფროსის კომპეტენციაში ჩხოროწყუს რაიონში კომუნისტების დროს დაზვერილი დოლომიტის, სააგურე თიხის და ანდეზიტ-ბაზალტის მარაგების ხელახლა გადაზვერვა?

კომენტარები