სიახლეები

741 Views
პოლიტიკა

ბერძენიშვილი: ხაზარაძემ აუცილებლად უნდა თქვას გადის თუ არა მისთვის წითელი ხაზი "ქართულ ოცნებაზე"

ხაზარაძემ აუცილებლად უნდა თქვას, სად გადის მისთვის წითელი ხაზი და გადის თუ არა ის "ქართულ ოცნებაზე"

- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბრისას მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - "ლელო" დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, პოზიტიურია, როცა ხაზარაძე საკუთარ პარტნიორებთან ერთად პოლიტიკაში შემოვიდა, თუმცა მისმა პრეზენტაციამ მას კითხვის ნიშნებიც დაუტოვა. 

"სიფრთხილე, რომ არ ასახელებს პარტიებს, ვისთან ითანამშრომლებს და ვისთან არა, ერთი მხრივ გასაგებია, მეორე მხრივ კი არ ჩანს პოლიტიკური ნაბიჯები. როცა ოპოზიციაში შედიხარ, პოლიტიკაში არის წითელი ხაზები, ირმა ინაშვილთანაც ითანამშრომლებს? "ქართულ ოცნებასთანაც"?.. 

პოზიტიურია პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტის გამოჩენა. დროთა განმავლობაში დაღვინდება, მივიღებ მომავალ არჩევნებში მონაწილეობასო, მოვიგებო, ყველა ამბობს ამას, მაგრამ ზოგი აღწევს არჩევნებამდე, ზოგი ვერა".. - აცხადებს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, "რესპუბლიკურ პარტიას" ხაზარაძისგან თანამშრომლობის არანაირი შეთავაზება არ მიუღია. 

"პარლამენტში თუ შევიდა, მას ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა მოუწევს. საბოლოოდ მან უნდა თქვას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან "ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებს თუ არა" - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

მოძრაობის სახელწოდებასთან დაკავშირებით საუბრისას ბერძენიშვილმა პარალელი "გირჩთან" გაავლო - მისი თქმით, "გირჩი" უწარსულო სახელია და პოლიტიკაში მისმა ხსენებამ გაამართლა, "ლელო"-ს კი დიდი წარსული აქვს და დროთა განმავლობაში გამოჩნდება, გაამართლებს თუ არა მოძრაობისთვის ამ სახელის დარექმევა. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დღეს დააფუძნა. 

კომენტარები