სიახლეები

2119 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩიას რჩევა მამუკა ხაზარაძეს

იაგო ხვიჩიამ "თიბისი" ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "ლელოს" დაფუძნება მიულოცა და ერთი რჩევაც მისცა - პოლიტიკაში პოლიტიკის წესებით ითამაშოს. 

მე, როგორც პოლიტიკოსი რომელიც ბოლო 3-4 წელია ამ საქმეშია, ბატონ ხაზარაძეს ერთ რჩევას მიცემდი - თუ შემოდიხარ რაღაც საქმეში, ბიზნესია ეს, მასწავლებლობა თუ პოლიტიკა, პოლიტიკის წესებს უნდა სცე პატივი. მრჩება შთაბეჭდილება რომ ის შემოდის პოლიტიკაში ისე რომ პოლიტიკის წესებს ნაკლებ პატივს სცემს და უფრო სხვა, ბიზნესის წესებით უნდა თამაში,

როგორც ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" განაცხადა, მას ბევრად უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, - "მათ აქვთ შანსი ეს მოლოდინები გაამართლონ, მაგრამ ეს 15 წუთი არ იყო ისეთი კაშკაშა როგორსაც ველოდებოდით".


„ბატონი ხაზარაძე ახლა იწყებს პოლიტიკაში შემოსვლას, ის არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, მისი მესიჯები არ არის მკაფიო და მკვეთრი, რაც საჭიროა ისეთ პოლიტიურ რეალობაში როგორშიც ახლა ვცხოვრობთ. მაგრამ, მოდი, დღეს ვიყოთ მიმტევებლები და დაველოდოთ შემდეგი დღეები რას მოგგვცემს,

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დღეს დააფუძნა.  

კომენტარები