სიახლეები

iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max თქვენ წინაშე

Apple-მა აიფონის ახალი მოდელები წარადგინა. კალიფორნიაში ეფლის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე სამი ახალი მოდელი ვიხილეთ. - iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max.

ყველაზე იაფიანი მოდელის ფასი $699-დან დაიწყება, ხოლო iPhone 11 Pro $999, Pro Max კი $1 099 ეღირება.iPhone 11-ს მინის კორპუსი ექნება და ის ექვს ახალ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: იასამნისფერი, თეთრი, მწვანე, ყვითელი, შავი და Product Red.

Pro და Pro Max კი ოთხ ფერში ქნება ხელმისაწვდომი: მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და Space Gray.

სამივე მოდელი A13 Bionic-ით იქნება აღჭურვილი, რაც სმარტფონებში ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფი პროცესორია. iPhone 11-ს 6,1-ინჩიანი Liquid Retina ეკრანი და ორი უკანა კამერა აქვს — 12-მეგაპიქსელიანი ფართო და 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო, ამ უკანასკნელს კი 2x ოპტიკური ზუმიც გააჩნია.

iPhone 11 Pro-ს 5,8-ინჩიანი, Pro Max-ს კი 6,5-ინჩიანი OLED ეკრანი ექნება, რომელსაც ეფლი Super Retina XDR-ს უწოდებს. ამ ორ მოდელს უკან სამი კამერა აქვს — 12-მეგაპიქსელიანი ფართო, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო.

განახლებულია სელფის კამერაც, რომელსაც ახლა slow-mo ვიდეოს გადაღებაც შეეძლება. iPhone 11 Pro-ს და Pro Max-ის თითოეული უკანა კამერა 4K გარჩევადობის ვიდეოს გადაიღებს, წამში 60 კადრით.

19 სექტემბერს ხელმისაწვდომი გახდება iOS 13-იც, მისი დაყენება iPhone 6S-სა და ყველა შემდგომ აიფონზე იქნება შესაძლებელი. iOS 13-ს ემატება განსაკუთრებით მოთხოვნადი ბნელი რეჟიმიც.

 

კომენტარები