სიახლეები

ემილ ლაგვილავა: გადასახადები არის ძარცვა!..

ბიუროკრატიის ლაბირინთი, ანუ როგორ ავიღე 2017 წლის ხელფასი 2019 წელს...

ამ მოკლე ამბავს გიყვებით რადგან არც იმდენად საინტერესოა გრძლად რომ წაიკითხებოდეს.

ალბათ იცით, რომ ქართველ სტუდენტს არდადეგებზე გერმანიაში მუშაობის უფლება აქვს. ამ რამდენიმე წლის წინ ეს უფლება მეც გამოვიყენე.

ალბათ ისიც იცით, გერმანიაში საშინელი გადასახადები რომ არის და შესაბამისად, ამ რამდენიმე წლის წინ ხელფასიდან პროცენტი მეც ჩამომეჭრა.

ეს ამბავი აქ დამთავრდებოდა გერმანიაში უცხოელ დასაქმებულებს გადახდილი გადასახადის დაბრუნება რომ არ შეეძლოთ, ანუ როგორც გონიერმა ადამიანმა, მეც გადავწყვიტე გადახდილი ფულის უკან დაბრუნება.

პრობლემა იწყება იმ მომენტამდე სანამ განაცხადს შევიტანდი გადასახადის უკან დაბრუნების თაობაზე. მომთხოვეს ბინის საბუთი. გერმანიაში სადმე რომ იმუშაო და შემდეგ ხელფასი დაგირიცხონ, ბინაზე უნდა იყო ჩაწერილი, ეს ცალკე ფენომენია, რომელიც "ჩაწერის ბიუროში" რამდენიმე მისვლით მოვაგვარე ანუ ბინის საბუთიც მქონდა და წესით უნდა მოეცათ ჩემი ფული.

თუმცა ეს ასე არ მოხდა, ჩემი ფული სადღაც ბიუროკრატიის ლაბირინთებში დაიკარგა. გავიდა რამდენიმე წელი და ისევ გერმანიაში ვარ. უკვე აზარტად მექცა ჩემი ფულის დაბრუნების სურვილი და ისევ მივედი ბიუროში.

აქ მომთხოვეს ისეთი საბუთები, რომლებსაც ნორმალური ადამიანები აღებისთანავე ნაგავში ვუძახებთ.

რაღა გავაგრძელო და 2 წლის შემდეგ საბოლოოდ ავიღე ეს ჩემი ფული, უბრალოდ რამდენიმე რჩევა მაქვს და სულ ესაა:

1. სკოლაში რომ გასწავლიან წერილის წერას ეგ მართლა შეიძლება გამოგადგეთ;

2. უბრალო ქაღალდები და ჩეკებიც კი ზოგჯერ საჭირო შეიძლება გახდეს;

3. გადასახადები არის ძარცვა!
 



ავტორი: ემილ ლაგვილავა

კომენტარები