სიახლეები

როგორია გირჩის პორტალის სტატისტიკა

გირჩის პორტალი 2019 წლის ივნისში გაეშვა. პორტალი მოიცავს ახალი ამბების სააგენტოს და პარტიის მართვის მექანიზმს.

პორტალის გაშვებიდან დღემდე საიტზე 1900-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. 

აგვისტოში პორტალზე გაეშვა პარტიის და პოლიტიკოსების დაფინანსების გვერდი, საიდანაც სისტემაში შესულ მომხმარებლებს შეუძლიათ დააფინანსონ როგორც პროექტი, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსი. ამ ფორმით გაკეთებული დაფინანსების შემდეგ მათ ავტომატურად ერიცხებათ შესაბამისი რაოდენობის გირჩის ციფრული ვალუტა GeD და ხდებიან გირჩის პარტნიორები.

აღნიშნული GeD-ებით პარტნიორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პარტიის მართვაში, საკუთარი პარტიული სიის და პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენაში.

 

 

ფულადი და არაფულადი კონტრიბუციისთვისთვის აგვისტოში 2 მილიონზე მეტი GeD გაიცა.

უკვე რამდენიმე კვირაა, GeD-ებს ერთმანეთშიც ცვლიან, როგორც ფულში, ასევე სხვადასხვა ნივთებში (იხ. სიახლე გირჩმა პარტიის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა გაუშვა). ერთმანეთში გაცვლის შედეგად GeD-ების ფასი დაახლოებით ასე დადგინდა - 1 მლნ GeD = 1000$.

აგვისტოში გირჩის დაფინანსებამ 18,270 ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 77%-ით მეტია (იხ. სიახლე ვინ აფინანსებს გირჩს? - აგვისტოში პარტიამ 18 ათას ლარზე მეტი მიიღო).

01 ივნისიდან 10 სექტემბრამდე საიტზე შემოვიდა 159 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი.

საიტზე შემოსული მომხმარებლების რაოდენობით ყველაზე აქტიური თვე ივნისი იყო და 91 ათასს გადააჭარბა.

ყველაზე ნაკლები მომხმარებელი პორტალს ივლისში ჰყავდა და მხოლოდ 33,018 შეადგინა. 

ივლისსთან შედარებით აგვისტოში 12.69%-იანი ზრდა იყო და მომხმარებლების რაოდენობამ 37 ათასს გადააჭარბა.

1-ლიდან 10 სექტემბრამდე საიტზე შემოსულია 36,516 მომხმარებელი, რაც აგვისტოს იგივე პერიოდთან შედარებით 518,74%-ით მეტია.

მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი facebook-დან გადმოდის - ჯამში დაახლოებით 91%, 1.25% google-დან ძებნის შედეგად (საიტი ახალი გაშვებულია და SEO ახლა იწყებს მატებას). დანარჩენი სხვადასხვა საიტებზე ნაწილდება, როგორიცაა forum-ები, youtube და ა.შ...
 

კომენტარები