სიახლეები

428 Views
თავდაცვა

იაგო ხვიჩია: ნებისმიერი უწყება, რომელსაც ღარიბაშვილს ჩააბარებ, გაბანძდება

თავდაცვის სამინისტროს გაბანძებას უნდა ველოდეთ, ნებისმიერ უწყებას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარებ, კიდევ უფრო მეტად გაბანძდება

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ პალიტრა ტვ-ის ეთერში.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ღარიბაშვილი შეეცდება თავისი "გაბანძება" "ბიბლიურ თავისუფლებასთან" ბრძოლით გადაფაროს:

როგორ შეიძლება თავდაცვის სამინისტროში მუშაობდე, იყო ჯარისკაცი, უსმენდე შენს მინისტრს, რომელმაც შენი სამოქმედო გეგმა უნდა განსაზღვროს და ის გეუბნება, რომ შენი, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის მთავარი მისია არის "ბიბლიური თავისუფლების" დასრულება. ამას გეუბნება თავდაცვის მინისტრი, რომელსაც 40 კილომეტრში მტერი ჰყავს, რომელიც ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციის პირობებში ითვისებს ქვეყნის ტერიტორიას, ხალხი უპატრონოდ ჰყავს საზღვარზე მიტოვებული და ვართ იმის იმედად, როგორ ხასიათზე იქნება პუტინი. ზედმეტად მკაცრი იქნება იქ მყოფი მოსახლეობის მიმართ თუ ნაკლებად მკაცრი. ასეთ პირობებში თავდაცვის მინისტრს მთავარ გამოწვევად მიაჩნია ორგანიზაცია, რომელიც მონობისგან ათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომელთაც ჯარში წასვლა არ უნდათ, რომლებმაც იციან , რომ მათი მოწოდება არ არის ჯარში სამსახური, რომელთაც ჰყავთ ოჯახები სარჩენი და ცხოვრებას ახლა იწყობენ, ზოგჯერ ერთადერთი მარჩენლებიც არიან და უნდა წავიდნენ ღარიბაშვილების და მისნაირებისთვის ჩესტის ასაწევად. 

ხვიჩიამ პალიტრა ტვ-ის ეთერში აღნიშნა, რომ ქვეყნის რეალური გამოწვევა თავდაცვის ხარჯების გაორმაგება უნდა იყოს, თუკი გვინდა რომ, რეალური შეიარაღება გვქონდეს, თუმცა არა ისეთი მინისტრის ხელში, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია. რომელიც მოქალაქეების ფულით სამინისტროს უსახავს ცრუ, არასწორ მიზნებს, ნაცვლად იმისა, რომ განსაზღვროს სწორი პრიორიტეტები და დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც ფაქტობრივად ოკუპირებულები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ამ ქვეყანაში.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერში წარუმატებელი იყო, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრობისას, როცა ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა ქვეყანაში და სანამ არ შეცვალეს, ორ პროცენტზე ვიყავით გაჩერებული. 

ინვესტორები ხვდებოდნენ, რომ არასტაბილური ადამიანი იყო პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი იყო პერსონა, რომელიც უბრალოდ ყეფს და ამისთვის შემოუშვეს პოლიტიკურ მოედანზე, რათა ქართული ოცნების ის მხარდამჭერები, რომლებიც დიდ და "შავთეთრ გაზეთს" კითხულობენ, იყვნენ მობილიზებულნი არჩევნებზე წასასვლელად.

 

კომენტარები