სიახლეები

1121 Views
თავდაცვა

ჯაფარიძე: რასმუსენის განცხადება აფხაზეთზე და ცხინვალზე უარის თქმას არ ნიშნავს

ის რაც დღეს რასმუსენმა, ხოლო მანამდე ლუკ კოფიმ თქვა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ისე რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს მე-5 მუხლის მოქმედება, არის სწორი.

ზურაბ ჯაფარიძე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას აფასებს. რასმუსენის თქმით მომდევნო ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე შეიძლება იყოს, რამდენადაა მისაღები საქართველოსთვის, პირველ ეტაპზე შევიდეს ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე, ანუ საქართველო შედის ნატოში და მე-5 მუხლი ფარავს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს სრულებითაც არ ნიშნავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე უარის თქმას და ვინც ამას ამბობს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს არ ნიშნავს აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას. ამას ვინც ამბობს, რუსეთის საქმეს აკეთებს.

ეს ნიშნავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც დღეს არ არის ოკუპირებული. ფაქტობრივად ნიშნავს ტანკში ჩაჯდომას.

უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მეტ ინვესტიციას, სწრაფ განვითარებას, სწრაფ გამდიდრებას ანუ ტანკის სწრაფ გაძლიერებას.

როგორ უფრო მეტი შანსია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - დღევანდელ მდგომარეობაში თუ სწრაფად გაძლიერებადი ტანკით, რთული მისახვედრი არაა.

ამიტომ არ მოსწონთ ეს იდეა რუსეთის შნირებს.

პ.ს. ეს ასევე არ ნიშნავს რომ ნატოს წევრი ქვეყნები დღეს ცალსახად თანახმა არიან ამ პირობით საქართველოს ნატოში მიღებისთვის.

პ.პ.ს. ოცნების ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა საქართველომ ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან ასეთი სურვილის ოფიციალურად გაცხადება არათუ გააღიზიანებს, არამედ წყობიდან გამოიყვანს რუსეთს. ანუ ტრაკია საჭირო

 წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, სასტუმრო რუმსში მიმდინარეობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია Now What? ჰერითიჯის ფონდის ანგარიში, ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა მოამზადა, კოფი განმარტავდა, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. მისი ინიციატივაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.

 

კომენტარები