სიახლეები

გირჩი TV უკვე Mar.Tv-ზეა

"მაგთის" საკაბელოსა და Myvideo-ს შემდეგ, გირჩი TV-ის ყურება უკვე Mar.TV-ის აბონენტებსაც შეუძლიათ. 

შეგახსენებთ, რომ გირჩი TV სატელევიზიო სივრცეში 22 აგვისტოს, "მაგთის" საკაბელოზე, 61-ე არხზე გაეშვა. 26 აგვისტოს კი ტელევიზია უკვე ინტერნეტსივრცეშიც, Myvideo-ზე გამოჩნდა. 

"იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც უფრო მოსახერხებელია სატელევიზიო გადაცემების ყურება კომპიუტერის ან ტელეფონის მეშვეობით, მათ ამის საშუალებაც მიეცემათ. ამას MyVideo-ს მეშვეობით, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის საავტომობილო მგზავრობის დროსაც შეძლებენ" - განაცხადა მაშინ ზურა ჯაფარიძემ. 

იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, რომ გირჩი TV-ის ყურებას ინტერნეტში, უკვე საზღვარგარეთაც შეძლებენ. 

ცნობილია რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ტელევიზორში ნახვას "სილქ ტვ"-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

კომენტარები