სიახლეები

189 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ივანიშვილის მიზანი ხალხის დაშინებაა

ბიძინა ივანიშვილი ხვდება რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების უკვე აღარავის სჯერა. ის საკმარისად გავიცანით იმისთვის, რომ რამე განსაკუთრებულის გვჯეროდეს ან გვჯეროდეს იმისი რომ საუკეთესო მეოთხე წელი იქნება, ან ევროპას გავაოცებ დემოკრატიით და აშ. ამიტომ ის გადავიდა იმაზე რომ მოდი ახლა შევაშინებ და არჩევნებზე მივიყვან შეშინებულ და მოსყიდულ მოსახლეობას.

- ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ვახო მეგრელიშვილის გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ვა-ბანკია, თუ გაუვიდა და შეაშინა მოსახლეობა, მაშინ ცოტა მშვიდად იქნება იმიტომ რომ შეშინებული ადამიანების მართვა უფრო ადვილია. თუ არ გამოუვიდა, მაშინ ყველაფერს წააგებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორც მიშამ სცადა 2012-ში შეშინება და ამის ნაცვლად ეს შეშინებული ხალხი არჩევნებზე გაიქცა ყველა რომ შემოეხაზა მიშას მოწინააღმდეგე, შეიძლება ზუსტად იგივე შედეგი მიიღოს 2020-ში.

რა გამოვა აქედან არ ვიცი მაგრამ ვფიქრობ რომ მიზანი არის ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - ის რომ დემოკრატიობანას დრო მორჩა და მოდი ახლა შევაშინოთ ეს ხალხი და ვაჩვენოთ რეალურად ვინც ვართ“ - აცხადებს ხვიჩია.

კომენტარები