სიახლეები

1641 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: კვიციანი უნდა დაეკავებინათ

ემზარ კვიციანის მიერ აქციის #სირცხვილია მონაწილეების ფიზიკურ შეურაცხყოფას ზურა ჯაფარიძე ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" გამოეხმაურა. 

გუშინ მომხდარის გამო კვიციანს სადეპუტატო იმუნიტეტს არავინ არ მოხსნის, მაგრამ დაკავებით უნდა დაეკავებინათ. მერე გირკვეოდა რომ დეპუტატია, რაღაც პროცედურებს გაივლიდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაგის გამო ციხეში არავინ ჩასვამდა

- განაცხადა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი გუშინ პარლამენტთან შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა. ის სირცხვილის დერეფნებმა და სტვენამ გააღიზიანა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა მას რუსეთის მონა უწოდეს, დეპუტატმა კი, მათ აგინა, რამდენიმე მათგანს კი, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილს, ხელი დაარტყა. კვიციანი პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა, რის შემდეგაც "პარტიოტთა ალიანსის" ყრილობაზე მისულმა განაცხადა, რომ თავს სასტვენებისა და ცხვრებისგან იცავდა. 

პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება

- განაცხადეს შსს-ში. 

ამ წუთებში #სირცხვილიას აქტივისტები პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

 

კომენტარები