სიახლეები

5412 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე ღარიბაშვილს: არ გინდა თბილისი მარათონზე დამიდგე?

ზურა ჯაფარიძე თავდაცვის ახლადდანიშნულ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართავს. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ახალგაზრდები უნდა გამოვტაცო ცუდ რაღაცეებსო დღეს გითქვამს, ისაო ესაო, თსუ-ს სამხედრო კათედრაო, და ..

არ გინდა TbilisiMarathon 2019-ზე დამიდგე?" - წერს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების ნარკოტიკებისგან დახსნა იქნება.

"..ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, ნარკომანიას, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია და რაც მთავარია დავახვედრო მათ ის პირობები, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს ძალიან საამაყო" - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

გახარიას მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად გუშინ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. 

კომენტარები