სიახლეები

2960 Views
პოლიტიკა

სესიაშვილი: საფრთხე „ბიბლიური თავისუფლება“ კი არა, კანონში არსებული ხარვეზებია

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან და „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საუბრობს.

შეკითხვა - ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, ემუქრება თუ არა საფრთხე „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას, სესიაშვილმა უპასუხოდ დატოვა. დეპუტატმა ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანას შეზღუდული რესურსი აქვს და არც მისი და არც ღარიბაშვილის ახირება არაა, რომ ვინმე ყარაულად იდგეს.

საფრთხე არაკეთილსინდისიერი მიდგომა და კანონში არსებული ხარვეზის არაკეთილსინდისიერებაა, ეს უფრო საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე პოლიტიკური განცხადებები. პოლიტიკურ განცხადებებს კი არა, რეალურ პრობლემებს უნდა შევხედოთ. რეალური პრობლემა კი არამხოლოდ გარკვეული ორგანიზაციების მხრიდან მიზანმიმართული მავნებლობაა, პრობლემა არის იმაში, რომ გაწვევის სისტემაში ძალიან სერიოზულ ხარვეზებს თავად ვხედავთ.

ამისთვის ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და მთავრობასთან და ყოფილ პრემიერთან ერთად ვიმუშავეთ რომ კონკრეტულად დავსახოთ გეგმები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ თითოეული წვევამდელი და ჩვენი თანამოქალაქე, თავდაცვის მიზნებს, ტოტალური თავდაცვის პრინციპების გათვალისწინებით ემსახურებოდეს.

რაც შეეხება წვევამდელების ცხოვრებას და მათ ინტერესებს, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები, უნდა ვხედავდეთ და ვხედავთ კიდეც პრობლემებს. ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც წვევამდელებს ერთი მხრივ დისკომფორტი მოეხსნებათ, მეორე მხრივ კი იგრძნობენ რომ ისინი რეალურად არიან ქვეყნის ჯარისკაცები და იცავენ ქვეყანას.

შეიძლება სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები ჰქონდეს, თუმცა ისიც უნდა გავიგოთ რომ სახელმწიფოსაც აქვს რაღაც შეზღუდული რესურსი და ეს არის ყველაფრის მიზეზი და არა ვინმეს, ან ჩემი ან ღარიბაშვილის ახირებული სურვილი რომ გინდა თუ არა ყარაულად უნდა იდგეს ვინმე“ - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ „გირჩსა“ და „ბიბლიურ თავისუფლებაზე“ გაამახვილა. პარტიას „სექტა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ სექტის არსებობა ქართული ჯარის სიძლიერეს საფრთხეს უქმნის. ღარიბაშვილის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს დაიწყებს. 

კომენტარები