სიახლეები

ტორესა მოსი "მთავარ არხზე" გადავიდა

ტვ "იმედის" ყოფილი თანამშრომელი ტორესა მოსი საქმიანობას "მთავარ არხზე" გააგრძელებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"მოკლედ, ვიცი რომ ბევრი ადამიანი ღელავდით ჩემ მომავალზე.   ჰოდა, მგონია რომ თუ სადმეა ჩემი ადგილი მთავარ არხზეა და მადლობა ნიკას, რომ ამ შესაძლებლობას მაძლევს. სხვა დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. ჩვენ მოვიგებთ ყველაფერს რისი მოგებაც შეიძლება და იმასაც, რაზეც შეიძლება ფიქრობდეთ რომ შეუძლებელია. ამ განწყობით ვარ და ეს მხოლოდ დასაწყისია! " - წერს ტორესა მოსი.

შეგახსენებთ, რომ ტორესა მოსიმ ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე დღის წინ, პაატა შამუგიასთან ერთად დატოვა. მათი ტელევიზიიდან წასვლა „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“  უკავშირდება. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის შედეგად „ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა“.

კომენტარები