სიახლეები

952 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: რთულია შენი ბრძანებით ბავშვებს თვალები დათხარონ და შენ მორალური სიმყარე შეინარჩუნო

ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსზე" სტუმრობისას სამთავრობო ცვილებებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზეა გადასული, რადგან მისი და მისი პოლიტიკური ძალის რეიტიგი დიდი ხანია დავარდნილია და სწორედ ამ რეჟიმის ნაწილია ისიც, რომ ძალოვან სტრუქტურებში მისთვის ერთგული ადამიანები - მისი დაცვის ყოფილი უფროსი და მისი პირადი თანაშემწე განამწესა. 

რაც შეეხება გახარიას, ჯაფარიძე მიიჩნევს რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდგეგ, ყოფილი შს მინისტრი მორალურად გატეხილია.

რთულია შენი ბრძანებით პატარა ბავშვებს თვალები დათხარონ და შემდეგ შენ მორალური სიმყარე შეინარჩუნო.

-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძეს გახარიას პოსტის ცვლილების ერთ-ერთ ფაქტორად მიაჩნია, რომ ივანიშვილმა შესაძლოა კვლავაც საჭიროდ ჩათვალოს ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან და გახარია შეიძლება ყოფილიყო ადამიანი რომელიც მეორედ მსგავს ქმედებაზე ვეღარ წავიდოდა. 

ჯაფარიძე დღევანდელ სისტემაში პრემიერმინისტრობას არ თვლის დაწინაურებად. მისი აზრით სინამდვილეში ამ ქვეყანაში პრემიერმინისტრი არ არის რეალური ფიგურა და მას არ სჯერა, რომ რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი გახარიას ბრძანებებს დაემორჩილება. მისი აზრით, გახარიაც ისეთივე ნომინალური ფიგურა იქნება როგორც მისი წინამორბედი და სწორედ ამიტომ, საერთოდ არ მიაჩნია მისი გაპრემიერება დაწინაურებად.

მისთვის გასაგებია, რომ თოფიანი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია, პრემიერმინისტრს კი საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა მთავრობის მუშაობის ეკონომიკურ ნაწილს უხელმძღვანელოს და ამ სფეროშიც წარმოუდგენლად მიაჩნია, ისეთი ღირებული ნაბიჯების გადადგმა 2020 წლის არჩევნებამდე  რითაც გახარია შეძლებს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის რადიკალურად შეცვლას.

ეხლა საუკეთესო რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ სიტუაცია გაიყინოს და რამენაირად წყნარად მივიდეთ არჩევნებამდე, ზედმეტად კიდევ რაღაც სიგიჟეები არ აკეთონ.

- აცხადებს ჯაფარიძე
კომენტარები