სიახლეები

საია არასრულწლოვნებისთვის აქციის ორგანიზების უფლების მიცემას ითხოვს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 18 წლამდე პირებისთვის მშვიდობიანი აქციის ორგანიზების უფლების მიცემას სთხოვეს. შესაბამისი სარჩელი ორგაანიზაციის წევრებმა სასამართლოში უკვე შეიტანეს. 

"დავის საგანიაშეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებკანონის ის ჩანაწერი, რომლითაც 18 წელს მიუღწეველი პირი არ შეიძლება იყოს შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორი.

📢 ეს აკრძალვა გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანი ვერ შეიტანს გაფრთხილებას მერიაში აქციის ჩატარების გამო ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის თაობაზე.

საია მიიჩნევს, რომ 18 წლამდე პირებისთვის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების უფლების ბლანკეტური აკრძალვა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21- მუხლით გარანტირებულ შეკრების უფლებას. გასაჩივრებული ნორმა ასევე ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაკის ნიშნით და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

კომენტარები