სიახლეები

664 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ფარისევლები გველაპარაკებიან ჯარის ძლიერებაზე

წარმოიდგინეთ, გირჩს სექტას ეძახის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარში არ არის ნამყოფი და თავდაცვის მინისტრად მუშაობს

- ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების საპასუხოდ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ღარიბაშვილი იმ დროს, როცა არც თვითონ და არც ბიძინა ივანიშვილის შვილებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ, დეზერტირებს სხვა ადამიანებს უწოდებს.

„მე გიჟად ჩავთვლიდი ბიძინა ივანიშვილს თავისი შვილები რომ ჯარში, ყარაულად გაეშვა. მაგრამ ხო ვიცით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალის მქონე ადამიანის შვილები ჯარში არ არიან ნამყოფი და არავის მოგვსვლია აზრად, რომ ისინი დეზერტირებად, სექტანტებად ან ცუდ ადამიანებად იმიტომ მოგვენათლა, რომმ სხვანაირად არჩიეს ცხოვრების წარმართვა.

თუ ამას მართლა ლაპარაკობ და „ასავალ-დასავალის“ მკითხველის პოპულიზმი არ არის, ბნელებს რომ თავი მოაწონო, მარტო ჩემი და იმ ადამიანების შეურაცხყოფა კი არ არის ეს, რომლებიც „ბიბლიურ თავისუფლებაში“ დადიან, არამედ ყველა იმ ადამიანის რომელიც ამ გიჟურ ჯარშია, ჯარს რომ ვეძახით და ყარაულია რეალურად.

მინდა რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს დავანახო ფარისევლები როგორ გველაპარაკებიან ჯარის ძლიერებაზე“ - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩს“ სექტა უწოდა და განაცხადა, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ არსებობა ქართული ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები