5 სექ 2019
110 Views
თავდაცვა

ჯაფარიძე: ღარიბაშვილი გამორჩეული უვიცია

ზურაბ ჯაფარიძე ტვ პირველის გადაცემაში "ბიბლიურ თავისუფლებასთან" დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი აზრით, ღარიბაშვილის გაცოცხლება ქართულ პოლიტიკურ არენაზე, სხვა მიზნებთან ერთად, ემსახურება იმასაც, რომ ივანიშვილმა მოიგოს ბნელი ელექტორატის გული, რადგან მას ნორმალურ ადამიანთა ხმების მოსაპოვებლად აღარანაირი სვლა აღარ დარჩა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყანაში ბევრი საბჭოთა ადამიანი ცხოვრობს და მათ საბჭოთა საქართველოს დაბრუნება სურთ. ღარიბაშვილის განცხადებაც, მათ შორის, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, "ქართული ოცნების" ბნელი ამომრჩევლებისთვისა და საპატრიარქოსთვის გადაგდებული პოლიტიკური საკენკია.

იგი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვლის საუბარი მხოლოდ ბაქიბუქია. ის თვლის, რომ უმჯობესია, ამ ქვეყანაში ერხთხელ და სამუდამოდ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ვინაიდან ის მორალურად არის მიუღებელი.

ჯაფარიძის აზრით სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ლეგალიზებული მონობა, რადგან სახელმწიფო ახალგაზრდებს გამოარჩევს ასაკის მიხედვით და ერთი წელი ეუბნება აკეთონ ის, რაც მათ არ სურთ - მოწყდნენ ოჯახს, მოწყდნენ კარიერას, რადგან ისინი სახელმწიფოს ესაჭიროება ვიშკაზე დასაყენებლად და, მისი თქმით, იმავე ლოგიკით სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს დაავალოს რაიმე, როგორც მონას. მან ასევე აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ამ ნაწილს ღარიბაშვილი ვერასოდეს გაიგებს იმიტომ, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები ამას ვერ გაწვდება.

ჯაფარიძემ  ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკურად დამტკიცებულია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ძვირი და ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, ძვირიანი სისტემები შეინახოს. აქედან გამომდინარე, უფრო იაფი და მართებული იქნება ნებაყოფლობით სისტემა, რომელზეც დიდი ხნის წინ უნდა გადავსულიყავით.  
 
მას საერთოდ არ სჯერა, რომ ღარიბაშვილს რამეზე აქვს სერიოზულად ნაფიქრი გარდა იმისა, თუ როგორ ემსახუროს ბიძინა ივანიშვილს და სისულელედ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილი შეძლებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ ქვეყანაში სამხედრო წარმოება ააღორძინოს მაშინ, როდესაც მსგავსი რამ ჩვენი კანონმდებლობით იკრძალება.

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ადამიანებს ეკრძალებათ იარაღის ტარება და წარმოება და თუკი ღარიბაშვილი ამ კანონს გააუქმებს, თავადაც ტაშს დაუკრავს. თუმცა, მისი აზრით, ღარიბაშვილს არც კი ესმის რაზე საუბრობს - მან უბრალოდ გადმოაგდო მორიგი საკენკი, რითაც მთელი პარლამენტის აპლოდისმენტები დაიმსახურა.

პარლამენტში ზიან ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან, გარდა ფულის შოვნისა და იმის, თუ როგორ დარჩნენ მეტხანს ხელისუფლების ნაწილად, რათა რაც შეიძლება დიდხანს წოვონ ბუჯეტიდან ფული. ამაში არიან ისინი მაგრები.

 - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

მისი თქმით, ხალხს აქვს განცდა, რომ პარლამენტიში მჯდომი ადამიანები ჭკვიანები არიან, ფიქრობენ და სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ. სინამდვილეში კი, ჩვეულებრივი უვიცებით არის ეს შენობა სავსე და ღარიბაშვილი ერთერთი გამორჩეული უვიცია. 

ჯაფარიძის აზრით, ერთი გზაა სავაალდებულო ჯარი გაუქმება, რასაც იგი გირჩის სერიოზულ გამარჯვებად ჩათვლის, მეორე კი - კონკრეტული რელიგიური პრივილეგიის გაუმება, რაც საპატრიარქოსთან დაჯახებას გულისხმობს და რისაც მას არ სჯერა.

რაც შეეხება ღარიბაშვილისა და გომელაურის ფუნქციას, ჯაფარიძე თვლის, რომ მათ აქვთ კონკრეტული როლი, უხელმძღვანელონ თოფიან ხალხს, რადგან ივანიშვილი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არჩევნებამდე მას შესაძლოა, კიდევ დაჭირდეს ძალის დემონსტრირება მომიტინგეების წინააღმდეგ და, შესაბამისად, სჭირდება თოფიანი ხალხი ისეთი ადამიანების ხელში იყოს, რომლებიც მისადმი ერთგულები არიან. რაც შეეხება გახარიას, ჯაფარიძის აზრით, მისი ფუნქცია პრემიერმინისტრის როლის თამაშია. 

ამ ქვეყანაში პირველხარისხოვან როლში მხოლოდ ერთი ადამიანია და ეს არის ივანიშვილი. დანარჩენი ყველა მეორე, მესამე და მეშვიდე ხარისხოვან როლში არიან და თამაშობენ.
 

- აცხადებს გირჩის ლიდერი


კომენტარები