სიახლეები

6060 Views
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: 2016 წელს "გირჩმა" კანონი თავზე დაგვახია

"ბიბლიური თავისუფლების" შემდეგ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს "გირჩს" მარიხუანას საკითხიც გაუხსენა. ამის შესახებ მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შენიშვნაც მისცა. 

2016 წელს, ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო, როცა მე ვნახე ტელეეთერში, ამ სექტის მიერ მარიხუანას კულტივაციის დემონსტრირება და დარგვა. კანონი უკაცრავად და თავზე დაგვახიეს.

მე არ მახსენდება თქვენგან საჯარო გამოსვლები, არავისგან. სამი წლის შემდეგ რომ საუბრობთ ახლა, დიდი ბოდიში მაგრამ დაგვიანებულია. თქვენმა ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე  რომ დღეს "გირჩი" ბედავს ამ ყველაფერს

- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზუფრა ჯაფარიძე ღარიბაშვილის ამ განცხადებას ასე გამოეხმაურა - "მართალია, დავახიეთ"!..

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, გირჩმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი ჩაიდინა და 84 ძირი მარიხუანა საჯაროდ დათესა. პარტიის ამ ქმედებას შედეგი გარკვეულწილად უკვე მოყვა და დღეს მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია. 




ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები