სიახლეები

75 Views
პოლიტიკა

სოფო კილაძე: სამხედრო წარმოება ლარს უფრო მეტად გაამყარებს

"ქართული ოცნების" დეპუტატი სოფო კილაძე ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სამხედრო მრეწველობის განვითარების შესახებ, დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, სამხედრო წარმოების განვითარება ლარის კურსზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
 

ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა და ლარის სიმყარის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანააა, რაც პირდაპირ გადის ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე. თუ ჩვენ გვექნება რაღაც კუთხით წარმოება და განვავითარებთ სამხედრო წარმოებას, დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები, სადაც ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე ამ საბრძოლო მასალას ჩვენს ქვეყანაში ვიყიდით. ეს ლარს უფრო მეტად გაამყარებს და შეიქმნება სამუშაო ადგილები და ქვეყანაც კიდევ უფრო განვითარდება.

 - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდოარემ

შეგახსენებთ, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარების ინიციატივა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტში გააჟღერა და განაცხადა, რომ ტყვიისა და იარაღის საწარმოს აშენებას გეგმავს. 

კომენტარები